Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ისტორიული წმინდა წირვა მიხეილ მესხის სტადიონზე - ვის შეხვდება და რას მოინახულებს რომის პაპი საქართველოში
ambebi.ge
01 October 2016, 12:20
რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას ატარებს. წმინდა წირვის ტრანსილირება რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებით მიმდინარეობს.

მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

დღესვე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: რომის პაპი - საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი